გამოყენების წესები
ვებსაიტის გამოყენების წესები:
Y2K ვებგვერდი, რომელიც მდებარეობს y2k.ge-ზე, არის საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევარი, რომელიც ეკუთვნის Y2K-ს ადმინისტრაციას. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ გამოიყენოთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია/ფოტომასალა მფობელთან შეთანხმების გარეშე. (გარკვეული მახასიათებლები - საიტი შეიძლება დაექვემდებაროს დამატებით მითითებებს, პირობებს ან წესებს, რომლებიც განთავსდება საიტზე.)
- პროდუქცია:
Y2K გახლავთ ტანსაცმლისა და აღჭურვილობის ონლაინ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ საიტზე განთავსებული პროდუქცია.
Y2K-ის ონლაინ მაღაზიაში განთავსებული პროდუქცია არ არის დამზადებული მათ მიერ. ყოველგვარ დეფექტურ ელემენტზე, ან უხარისხო მასალზე პასუხისმგებელია პროდუქტის მწარმოებელი, თუმცა მსგავსი დეფექტური პროდუქციის შემთხვევაში Y2K გამოგიცვლით ნივთს ან დაგიბრუნებთ თანხსა.
პროდუქციის ხარისხი და დეტალები მითითებულია ყველა გასაყიდად განთავსებული პროდუქტის აღწერაში.
- რეგისტრაცია და გამოყენება:
ვებგვერდის გამოსაყენებლად, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თქვენი ელ.ფოსტის დახმარებით.
რეგისტრაციის დროს, თქვენ ეთანხმებით, რომ სარეგისტრაციო ფორმაში მიუთითოთ & შეინახოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია.
პაროლის გამოყენებასა და ნებისმიერ სხვა ქმედებაზე, რომელიც ვებგვერდის გამოყენების დროს მოხდება, მხოლოდ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი.
Y2K-ს არ აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები თქვენი ანგარიშის ინფორმაციაში, გააზიაროს ან გამოიყენოს იგი.
შეკვეთის გვერდზე, თქვენ აფიქსირებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ შევძლოთ თქვენამდე შეძენილი პროდუქტის მოტანა და თქვენთან კონტაქტირება.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგზე ან ზარალზე, რომელიც შეზღუდვების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.
Y2K იტოვებს უფლებას შეცვალოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საიტის ფუნქციონირება მომხარებლებისადმი შეტყობინების გარეშე.
Y2K არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ ან რომელიმე მესამე მხარის წინაშე ნებისმიერი ცვლილების, შეფერხების ან შეწყვეტისთვის.
იმისათვის, რომ შესრულდეს საჭირო ტრანზაქცია - მომხმარებლებს შეიძლება დაევალოთ პერსონალური მონაცემებისა და გადახდის მეთოდის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი ან სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეზიდენცია, საკრედიტო ბარათის იდენტიფიკაცია.) გადახდის ოპერატორებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ონლაინ გადახდების ნებართვას ამ მონაცემების გამოყენებით.
- სარეკლამო წერილები:
ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ ასევე ეთანხმებით ელექტრონული კომუნიკაციის მიღებას ვებსაიტის მფლობელისგან. ეთანხმებით, რომ ნებისმიერი შეტყობინებები, შეთანხმებები ან სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიგზავნება ციფრულად, დააკმაყოფილებს მარეგულირებელ კომუნიკაციის საჭიროებებს.
ჩვენ ასევე შეიძლება გამოგიგზავნოთ სარეკლამო ელ.წერილიები, როგორიცაა: საინფორმაციო ბიულეტენი, სპეციალური შეთავაზებები, გამოკითხვები და სხვა სიახლეები და ინფორმაცია, თუმცა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა.
- თაღლითობის პრევენციები:
Y2K იტოვებს უფლებას განახორციელოს შემოწმებები, რომლებიც მიზნად ისახავს თაღლითობისა და სერვისის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას. ვებსაიტის მფლობელს ან პერსონალის წევრს შეუძლია თქვენი შეკვეთის დეტალების გადამოწმება ნებისმიერ დროს.
სერვისის შეფერხების ან თაღლითობის მცდელობის გამო, ადმინისტრაციას შეუძლია დაბლოკოს თქვენი ექაუნთი, შეაჩეროს შეკვეთა ან ტრანზაქცია. (მაგ. მოპარული საბანკო ბარათით გადახდისას).
Y2K იტოვებს უფლებას, რომ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია მყიდველის შესახებ, რომელიც საჭიროა მომხარებელთან დაკავშირებული გადახდების დასამუშავებლად.
გადახდის პოლიტიკა:
გადახდა ხორციელდება ლარში, ეროვნულ ვალუტაში, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
გადახდა შეგიძლიათ, როგორც წინასწარ საბანკო ტრანზაქციით, ასევე შეკვეთის მიღებისას (ნაღდი ანგარიშსწორებით).
თქვენ ხართ პასუხისმგებელი, გადახდისას მიუთითოთ - ვალიდური და სწორი ინფორმაცია გადახდის სისტემაში, რათა სწორად განხორციელდეს ტრანზაქცია.
როდესაც ავსებთ თქვენი ონლაინ საფულის, ან საკრედიტო ბარათის ინფორმაციას, ჩვენ გარანტირებთ მათ უსაფრთხოებას.
გადახდის პირობები არ რეგულირდება ამ ვებსაიტის პიერ, მათ გადახდის ოპერატორი აწესებს.
ტრანზაქციის უარყოფის ან ვერ განხორციელების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს მიერ არჩეული გადახდის მეთოდის ოპერატორს.
პრე-ორდერები და სურვილების სიის ფუნქციები:
თუ თქვენი სასურველი ნივთის - კონკრეტული ზომა, ან ფერი არ არის განთავსებული მარაგში, თქვენ შეგიძლიათ:
მოგვწეროთ სოციალურ ქსელებში.
მიტანის სერვისი:
შეძენილი პროდუქტის ადგილზე მიტანა ხორციელდება შეკვეთიდან 1-2 სამუშაო დღეში. (იმ შემთხვევაში თუ შეკვეთა გაფორმდება 15:00-მდე.)
შეძენილი პროდუქტის ვერ მიტანის შემთხვევაში ან მარაგში ამოწურული ზომის/ფერის შემთხვევაში, Y2K იტოვებს უფლებას, გააუქმოს შეკვეთა და დააბრუნოს თანხა, ან შემკვეთის სურვილის შემთხვევაში შესთავაზოს შეკვეთის გადაცვლა.
გახსოვდეთ, რომ კურიერი ფოტოსურათის საშუალებით აფიქსირებს პროდუქტის მდგომარეობას, როგორც ნივთის მიღებისას, ისე ჩაბარებისას, ამიტომაც სასურველია, რომ კურიერის თანდასწრებით შეამოწმოთ ნივთის მდგომარეობა - მომავალში უთანხმოების ასაცილებლად.
მიტანის სერვისის ღირებულება:
თბილისის მაშტაბით - 4 ლარი
რეგიონი (ქალაქი) - 7ლ.
სოფელი, დაბა - 10ლ.
ზოგადი ინფორმაცია:
რეგისტრაციის, ტრანზაქციის, პროდუქტის მიღება/ჩაბარების ან სხვა ნებისმიერი პრობლემების შემთხვევაში, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ აცნობოთ Y2K-ს ნებისმიერი საკითხის შესახებ ელ.ფოსტით ან სოციალური მედიის მესენჯერის საშუალებით.
ყველა საჩივარსა ან კითხვაზე განხილვა და პასუხი გაცემა ხორციელდება არაუმეტეს 16 საათისა.
Y2K იყენებს „ქუქი-ფაილებს“. ეს ქუქიები გამოიყენება ინფორმაციის შესანახად, მათ შორის ვიზიტორთა პრეფერენციები და ვებსაიტის გვერდები, რომლებზეც ვიზიტორმა მოინახულა. დამახსოვრებული ინფორმაცია გამოიყენება მომხმარებლების გამოცდილების ოპტიმიზაციისთვის, ჩვენი ვებ გვერდის კონტენტის მორგებით.
დაბრუნების პოლიტიკის და პირობების გასაცნობათ ეწვიეთ ამ
ვებგვერდის გამოყენებით და შეკვეთის გაკეთებით თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად წაიკითხეთ, გაიგეთ და მიიღეთ ეს პირობები.
ოფიციალური პირებისთის:
Y2K გახლავთ სატესტო საითი, რომელზეც განთავსებულია სატესტო (არა-საპროფიტო) პროდუქცია მოთხოვნილების ანალიზის მიზნით.
ამჟამად საიტს არ გააჩნია ოფიციალური სახე, თუმცა წარმატებული ტესტირების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ვიზრუნვებთ მის ოფიციალურ რეგისტრაციაზე.